Tesla-მ უფასო ფუნქცია ფასიანი გახადა

admin

Administrator
Staff member
Tesla-ს ავტომობილების მფლობელებსა და ახალი ელექტრომობილის შეძენის მსურველებს უსიამოვნო სიურპრიზი დახვდათ, კომპანიამ ავტომობილებში ნავიგაციის ფუნქციის მოხმარების წესები შეცვალა. თუ ადრე ის სრულიად უფასო იყო, ახლა ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ შეზღუდული დროით, რომლის ამოწურვის შემდეგ მოგიწევთ ამ ფუნქციით სარგებლობისათვის საფასურის გადახდა.

სტანდარტული ნავიგაცია მუდმივ რეჟიმში აღარ არის ხელმისაწვდომი მიმდინარე წლის (2022) 20 ივლისის შემდეგ წარმოებული მანქანებისთვის, ისევე როგორც მანქანებისთვის, რომლებიც იქნენ აწყობილნი 2020 წლის 9 იანვრამდე. ამავდროულად, ამ თარიღებს შორის გამოშვებული ელექტრო მანქანების მფლობელებისთვის, ნავიგაცია დარჩა სრულიად უფასო - დროის ლიმიტირების გარეშე.

ახალი წესების მიხედვით, ნავიგაციის ფუნქცია უფასო იქნება ელექტრომობილის რვა წლის ექსპლუატაციის განმავლობაში. ამ პერიოდის შემდეგ, მანქანის მფლობელმა უნდა გამოიწეროს ფასიანი ფუნქცია, რათა გააგრძელოს ნავიგაციის გამოყენება. თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც სტანდარტული ნავიგაციის პაკეტი, ასევე Premium Connectivity პაკეტი თვეში 9,99 დოლარად ($99 წელიწადში), რომელიც დამატებით მოიცავს ინტერნეტ ბრაუზერს, სტრიმინგ ვიდეოზე წვდომას და რეალურ დროში ტრაფიკის (საცობების) ჩვენებას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ Tesla-ს ავტომობილებს არ გააჩნიათ Apple CarPlay ან Android Auto სისტემების მხარდაჭერა გარე სერვისის ჩარევის გარეშე, ამიტომ სტანდარტულ ნავიგაციას სხვა ალტერნატივა არ გააჩნია.
 
Last edited:
Top